
როგორ აფორმირებს ტვინი ჩვევებს და როგორ არღვევს მათ
Feb 21
2 min read
0
49
0
შეგინიშნავთ რომ ზოგიერთი ჩვევა მარტივად გვივითარდება, ზოგის მოშორება კი ძალიან გვერთულება? ჩვენი ტვინი დაპროგრამებულია ისეთი ჩვევების ფორმირებაზე რომლებიც დააზოგინებს ენერგიას. ეს მექანიზმი უძღვის წინ, როგორც ცუდ ისე კარგი ჩვევების განვითარებას. ჩვევის ფორმირების და მორღვევის გაგება, ნეირომეცნიერული პერსპექტივიდან დაგეხმარებათ აიღოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე და ყოველდღიურ ყოფაზე.
ჩვევის ფორმირების მეცნიერული რაკურსი
აქ შემოდის 3 კომპონენტი:
1- სტიმული - ჩამრთველი(თრიგერი) რომელიც აინიცირებს ქცევას.
(მაგ: დილით გაღვიძება)
2- რუტინა - თავად ქმედება. (კბილების გახეხვა)
3- დაჯილდოვება - დადებითი შედეგი რაც განამტკიცებს ქცევას.(პირის ღრუში სასიამოვნო შეგრძნება)
ამ ციკლს მართავს ბაზალური განგლია, ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ავტომატურ ქცევებზე. როდესაც ესა თუ ის ქცევა მრავალჯერ მეორდება, ტვინი ქმნის ნეირონულ გზებს რაც მოქმედებას მეტად ავტომატურს ხდის, შესაბამისად ძალისხმევაც ნაკლებია. (ხშირად შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი გავაკეთოთ, ან ნაწილობრივი გაცნობიერებით).
ჩვევების შეცვლა
რთული ჩვევები, რომლებიც მყარად განმტკიცდა, რთული შესაცვლელია, რადგან ღრმად არის ფესვგადგმული ნეირონულ წრედებში. თუმცა, ნეიროპლასტიურობის დახმარებით მათი შეცვლა შესაძლებელია. როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეირომეცნიერება მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევისთვის:
· სტიმულის იდენტიფიცირება - დააფიქსირეთ ჩამრთველი(თრიგერი) რომელიც ააქტივებს თქვენს ჩვევას.
· გადააკეთეთ რუტინა - იმის ნაცვლად რომ ეცადოთ ჩვევის მთლიანად შეცვლას, სცადეთ მცირე შედარებით ჯანსაღი დეტალების შემოტანა, ან შეკვეცა, ან გადანაცვლება (დამოკიდებულია რა სახის ჩვევაზე ვსაუბრობთ).
· გაამყარეთ ახალი დამაჯილდოვებლით - როდესაც რაღაც ახალი დეტალი შემოგაქვთ, ახალი ქცევა, დარწმუნდით რომ მას მოაქვს დადებითი შედეგი, გარკვეული სიამოვნება, კმაყოფილება თუ სხვა დადებითი ემოცია, რადგან ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ ამ სიახლის მიღება-დანერგვაში.
· აპრაქტიკეთ თვითრეფლექსია, გაცნობიერებულობა - რადგან ეს გვეხმარება არ გაგვეპაროს ავტომატური ქცევები და უსარგებლო დეტალები.
როგორ მოვაშენოთ სასრგებლო ჩვევები
დადებითი ჩვევების გამომუშავება ეყრდნობა იგივე ნეიროლოგიურ პრინციპებს, თუმცა მოითხოვს მიზანმიმართულ გაძლიერებას:
· დაიწყეთ მცირედით - ფოკუსირდით მიკრო ჩვევებზე, რომელიც მარტივად შეგიძლიათ გაიმეოროთ (მაგ: 5 წუთი წავარჯიშება, ვიდრე ერთ საათიანი ვარჯიში).
· გამოიყენეთ ჩვევის ,მიწებება' - ახალი ჩვევა მიამაგრეთ უკვე არსებულს, მაგ: წყლის დალევა კბილების გახეხვისთანავე.
· თავის დაჯილდოვება - განამტკიცეთ ახალი ჩვევები მცირე დაჯილდოვებით, თვით-მოტივაციიც თუ მცირე შესვენებებით.
· სისტემატიურობა - რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ახალ ჩვევას, მით უფრო იზრდება ალბათობა მისი განმტკიცებისთვის.
იმის ცოდნა და გააზრება თუ როგორ მუშაობს ეს თუ ის პროცესი, გვეხმარება კონტროლი ავიღოთ ჩვენს ქცევებზე, ვიდრე მათ მიერ ვიყოთ კონტროლირებული.
გისურვებთ სასარგებლო ცვლილებებს და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას!