




მეცნიერებაზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, მაღალი სტანდარტები და პასუხისმგებლობა თქვენი მენტალური სიძლიერისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვის.
,,შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის“
1. პროფესიონალები და მეწარმეები
(მენტალური სიცხადისა და სტრესთან გამკლავებისთვის)
2. პირები ვისაც აწუხებს შფოთვითი დარღვევები, დეპრესია, პიროვნების დარღვევები, დეპრესონალიზაცია-დერეალიზაცია.
3. პირები რომელთაც სურთ მენტალური შესაძლებლობების გაძლიერება და პიროვნული ზრდა.
ჩვენს შესახებ
ჩვენი გუნდი შედგება სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტისა და კლინიკური ფსიქოლოგისგან, მალე დაგვემატება ნუტრიციოლოგიც. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საზოგადოების იმ ნაწილს ვისაც სურს შეინარჩუნოს ან გაიუმჯობესოს მენტალური ჯანმრთელობა, იცხოვროს სრულფასოვანი, ჰარმონიული ცხოვრებით, გვჯერა მცირე პროგრესის ძალის, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდება და ქმნის პიროვნებისთვის მყარ ფუნდამენტს. ზოგადად სოციუმის სიჯანსაღე ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, რადგან ყველანი ერთმანეთზე ვახდენთ გავლენას, ყველას გვსურს სასიამოვნო ურთიერთობები, თვითრეალიზაცია, მშვიდი გარემო. ამისთვის კი ინდივიდის დონეზე ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება გვმართებს.
.png)





